바로가기 메뉴 본문 바로가기 주메뉴 바로가기
სიახლეები

კორეა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები

  1. სიახლეები
  2. კორეა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები
  • Font Size

2030 Busan World Expo მხარდასაჭერად გამართული აქტივობები

DATE
2022-12-20






16 დეკემბერს საქართველოს ეწვია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა სპეციალური კომიტეტის „Word Expo 2030" წევრებისგან. მათ საქმიანი შეხვედრები გამართეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან: პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნ შალვა პაპუაშვილთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბ-ნ ირაკლი ნადარეიშვილთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბ-ნ იური ნოზაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნ ალექსანდრე ღვთისიაშვილთან. შეხვედრების მიზანი გახლდათ „Busan World Expo 2030“-ის კორეის რესპუბლიკაში ჩატარების მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან. კორეის რესპუბლიკის დელეგაციას ახლდნენ ბატონი ლი ჰან სუნგი - სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნი ლი ჯუ ჰვანი - კორეის ეროვნული ასამბლეის გარემოს დაცვის და შრომის კომიტეტის წევრი. ასევე, KOTRA- ს, კორეის სავაჭრო პალატის და Hanwha Hotels & Resort-ის წარმომადგენლები. ზემოთ აღნიშნულ შეხვედრებზე განხილულ იქნა კორეა- საქართველო შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

loading