საქართველოს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი. 2017 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 3.7 მილიონ ადამიანს შეადგენს. ქვეყანა მდებარეობს ევროპისა და აზიის გზა გასაყარზე, სადაც ძლევამოსილი ქვეყნების ინტერესები ეჯახება ერთმანეთს, რაც რაღა თქმა უნდა საქართველოზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, 1991 წელს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაუყარა ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიის პრინციპებს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს უმძიმესი ომის შემდეგ, საქართველომ მოახერხა ზრდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა მრავალ ასპექტში.
კორეის რესპუბლიკამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წელს, რის შემდეგაც 2011 წელს ჩამოყალიბდა კორეის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ხოლო 2015 წელს გაიხსნა კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისი. 2012 წელს კორეის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი, 2016 წელს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი, ასევე 2019 წელს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი გიორგი ქობულია. კორეის რესპუბლიკის მხრიდან კი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გახლდნენ ეროვნული ასამბლეის თამჯდომარე ბატონი Chung Ui hwa და ბატონი Moon Hee Sang-ი. მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტების საშუალებით კიდევ უფრო ძლიერდება და მყარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. გარდა ამისა, კავკასიის რეგიონი სულ უფრო მეტად იპყრობს ყურადღებას და ხდება მიმზიდველი, მათ შორის კორეელი ტურისტებისათვისაც. 2022 წლის აგვისტოში საქართველოს ეწვია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი - ბიონგ სუ სო. ამ შეხვედრამ ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
მადლობა